ჩვენს შესახებ

ჩვენი ისტორია

უძრავი ქონების მზარდი სექტორისა და მისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების გათვალისწინებით, TerraDeck Georgia დაარსდა ქართულ-ფრანგული პარტნიორობის საფუძველზე, რათა უპასუხოს პროდუქციისა და პრემიუმ სერვისების ნაკლებობას გარე სივრცეების მშენებლობისათვის.

ჩვენი გადაწყვეტილებები

გარე სივრცეების მშენებლობისას, თუ ესთეტიკასა და სივრცის ოპტიმიზაციას შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, ადგილი კარგავს პოტენციურ ღირებულებას. შესაბამისად, ტერადეკი გთავაზობთ ინდივიდუალურ, თქვენზე მორგებულ პროექტებს, რომლებიც აერთიანებს ორივე კრიტერიუმს.

ჩვენი მოგზაურობა

ღირებული სივრცეების შექმნისთვის, იქნება ეს თქვენი საკუთარი სახლი თუ კომერციული ადგილები, TerraDeck-თან ერთად, ჩვენ ვაცოცხლებთ თქვენს ჩანაფიქრებს…

ჩვენთან მუშაობის პროცესი ძალიან მარტივია

UN

 

შეხვედრის დასაგეგმად და/ან პროდუქციის სანახავად დაგვიკავშირდით.

 

– DEUX

 

შევხვდეთ და განვიხილოთ თქვენი პროექტი: დიზაინი – მასალები – ხელშეკრულების პირობები (ვადა და მონტაჟის პირობები, ფასი და გარანტია…).

 

– TROIS –

 

მთლიანი პროცესის განმავლობაში, პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე, ჩვენი ერთ-ერთი სპეციალისტი იქნება თქვენთან მუდმივ კონტაქტზე.

რატომ ტერადეკი?

ვქმნით ერთად:


ჩვენი გუნდი ქმნის მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროექტს, რომელშიც ჩართული ხართ პროცესის ყველა ნაბიჯზე. ეფექტური კომუნიკაციის მიზნით მომხმარებლებისათვის ვუზრუნველყოფთ ჩვენი სპეციალისტის მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში.

გთავაზობთ საერთაშორისო მასალების ფართო არჩევანს:

 

ჩვენს კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო ეკო-მეგობრული პროდუქცია, რომელიც შესაძლოა ქართულ ბაზარზე არ მოიძებნოს. გლობალურ დისტრიბუტორთა ძლიერ ქსელთან ერთად გაწვდით საუკეთესოს.

გთავაზობთ სრულყოფილებას:

 

ყველასათვის ცნობილია, თუ რამდენად დამღლელია არასრულფასოვანი სამუშაო სტანდარტების არსებობა. დროისა და თანხის ფუჭი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით, ტერადეკი გთავაზობთ პროფესიონალთა გუნდს, რომლებიც ზრუნავენ დროულ და ხარისხიან მომსახურეობაზე.